17:28 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 21:06:49, 2067 ნახვა

კომენტარი
დვალი: დღეს რასაც აკეთებს „რუსთავი2“, არის სუროგატი იმისა, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას შეკითხვას-ქიბარ ხალვაშთან ერთად გამოჩენა იყო თუ არა თქვენი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელმაც დააზიანა თქვენი პოზიცია“, ასე უპასუხა:

„არანაირი შეცდომა.პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვიხილავთ ორ დამოუკიდებელ ცალკე თემას და ბანაკებად დავყავით ეს ყველაფერი. კითხვა, არის თუ არა დღეს თავისუფალი „რუსთავი2“, თავისუფალი დღეს არის „ტვ პირველი“, არხი, რომელზეც არ არის ცენზურა, არხი, რომელზეც ჟურნალისტები ლაპარაკობენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ. ეს არის ჩემთვის მაგალითი თავისუფალი ტელევიზიის. „რუსთავი2“ კრიტიკულია, აშუქებს ბევრ  თემას,  რომელსაც სხვები არ აშუქებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, არის პარტიული და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე,შეუძლია ძალიან მარტივად ერთი თემა მიჩქმალოს, მეორე წამოწიოს, მანიპულაცია მოახდინოს და ა.შ. ეს არ არის სიტყვის თავისუფლება ჩემი გაგებით. სიტყვის თავისუფლებაა ცენზურის არ არსებობა.დღეს რასაც აკეთებს „რუსთავი2“, ეს არის სუროგატი იმისა, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია“,-აღნიშნა დავით დვალმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics