|
2017-03-06 21:02:10, 2225 ნახვა
კომენტარი
დავით დვალი: ჩემთვის ბოლო წვეთი იყო გუშინ პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც მან საკუთრების თემას პრინციპულად გვერდი აუარა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, პრეზიდენტმა „იმედის დროში“ სტუმრობისას, „რუსთავი2“-ის საკითხზე საუბრისას, პრინციპულად გვერდი აუარა საკუთრების უფლებას. როგორც მან ტელეკომპნია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორივე-როგორც საკუთრების უფლება, ასევე სიტყვის თავისუფლება და ერთი მეორეს შემთხვევაში არ უნდა დაზარალდეს: „ჩემთვის გუშინ ბოლო წვეთი იყო პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც მან პრინციპულად გვერდი აუარა საკუთრების თემას. ის, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება არის ორი ფუძემდებლური პრინციპი ისეთი ქვეყნის, რომელსაც კურსი აქვს აღებული დემოკრატიისკენ და რომელსაც აქვს მიზანი, რომ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გახდეს.სამწუხაროდ, ერთი მხარე მთლიანად კონცენტრირებულია სიტყვის თავისუფლებაზე, მეორე მხარე მთლიანად აქცენტს აკეთებს საკუთრების უფლებაზე. მე რომ მკითხოთ, ორივე უმნიშვნელოვანესია.არ უნდა დაზარალდეს ერთი მეორეს შემთხვევაში“,-განაცხადა დავით დვალმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)