|
2017-03-06 11:27:25, 1092 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები ჩატარდა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საცეცხლე მომზადებაში, პირობითად დაშავებულის პირველად სამედიცინო დახმარებაში და ევაკუაციაში, ასევე სიტუაციურ და აერომობილურ წვრთნებში გაიარეს მომზადება. სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. სამხედრო წვრთნები ქართველ სამხედროებს სისტემატიურად უტარდებათ. 32-ე ბატალიონის შტაბის უფროსის განცხადებით, აღნიშნული წვრთნები ქვედანაყოფში საბრძოლო მომზადებისა და მოტივაციის მაღალი დონის შენარჩუნებას ემსახურება. საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის სრაფი რეაგირების ძალების ოცეული, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა, ასევე დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)