|
2017-03-04 16:40:48, 2747 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუ ფიიონის საარჩევნო შტაბის უფროსი, მრჩეველი და პრეს-სპიკერი გადადგნენ
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ფრანსუა ფიიონის საარჩევნო შტაბის უფროსმა პატრიკ სტეფანინმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მისი გადადგომა ფიიონის ცოლის უკანონო შემოსავლებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის ფონზე მოხდა. სტეფანინის თქმით, მან „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტა მისი ცოლის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთანავე ურჩია. ყოფილმა თანაგუნდელმა ასევე აღნიშნა, რომ ფიიონი სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტურში ვერ გავა. პარასკევს საფრანგეთის ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატების და დამოუკიდებლების კავშირმა“ ფიიონის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა და ქვეყნის "რესპუბლიკურ პარტიას" სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა შესთავაზა. 2 დღის წინ კი საფრანგეთის პოლიციამ პრეზიდენტობის კანდიდატის სახლი გაჩხრიკა. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს თანაპარტიელებიც "გაექცნენ". პატრიკ სტაფინინის შემდეგ, მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ბრუნო ლე მარმაც განაცხადა. თანამდებობა დატოვა ასევე პრესსპიკერმა ტიერი სოლერმაც. ეს უკანასკნელი ფიიონის კამპანიას პრაიმერის პერიოდში უძღვებოდა, რომლის დროსაც ყოფილმა პრემიერმა გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პროკურატურა ფიიონის ოჯახისთვის უკანონო გადარიცხვების საქმეს იძიებს. თავიდან საქმეში მხოლოდ პერზიდენტობის კანდიდატის ცოლი პენელოპა ფიგურირებდა, თუმცა მოგვიანებით საგამოძიებო ორგანოები მათი შვილების შემოსავლებითაც დაინტერესდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმაში ადანაშაულებენ, რომ ცოლი და შვილები ფიქტიურად დაასაქმა და ხელფასის სახით ბიუჯეტის ფულს უხდიდა. ფიიონი ბრალდებებს უარყოფს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)