|
2017-03-03 15:37:31, 1036 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე მივიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალთან ერთად იმყოფებოდნენ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო კომიტეტის სახელით, გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე. დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრებს გამართავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)