09:23 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 14:28:44, 2960 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გაამართლა

ეგვიპტის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს ასობით დემონსტრანტის მკვლელობის საქმეში გაამართლა, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ დემონსტრაციების დროს დაღუპულთა ნათესავების შუამდგომლობა უარყო. ისინი ითხოვდნენ, სამოქალაქო სარჩელებზე წარმოება განახლებულიყო, რომლებიც მათ მუბარაქთან დაკავშირებით შეიტანეს.

როგორც მედია წერს, ჰოსნი მუბარაქი ბოლო რამდენიმე წელია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამხედრო საავადმყოფოში იმყოფება. ამის მიუხედავად, ის დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრო, სასამართლოში ის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მუბარაქს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ მუბარაქს დაახლოებით 900 მომიტინგის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 18 დღიანი საპროტესტო აქციები 2011 წლის 11 თებერვალს დასრულდა, როდესაც მუბარაკი თანამდებობიდან გადადგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics