|
2017-02-28 15:33:15, 2544 ნახვა
სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე - დღეს გამოჩნდება, რამდენად მართავენ პროკურატურას, საპატრიარქოს პრორუსი მფარველები
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინფორმაციით, რაც მან საჯარო განცხადებების გაკეთება დაიწყო, პროკურატურას მის მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. როგორც მეუფემ დაკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის ნებისმიერ წინააღმდეგობას, მისი პოზიციიდან გამომდინარე, ღირსეულად შეხვდეს. "მას შემდეგ რაც საჯარო განცხადებები გავაკეთე და რაც ხმა ავიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე აღძრულს და განსაცდელს ღირსეულად შევხვდე. პროკურატურაში თვითონ დასვამენ შეკითხვებს. საუბარია ჩემი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვარ სამართალმცოდნე. მიჩნდება ერთი ძალიან საინტერესო ეჭვი, შეიძლება საოცარიც, ესეთ კურიოზულ შემთხვევას წავაწყდეთ, რომ საბოლოოდ ყველა ბრალდებებიდან გამომდინარე მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ. ჟურნალისტის კითხვაზე - "აცხადებენ, რომ დეკანოზის ჩვენების გამო დაგიბარეს პროკურატურაში", მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ის ამას გამორიცხავ. "არ მგონია. იმიტომ, რომ წუხელ ძალიან გვიან დამთავრდა დაკითხვა. გამოვრიცხავ. "იმედის" ეთერში დამისვეს ძალიან საინტერესო კითხვა, როდესაც მე ვსაუბრობ საპატრიარქოს დე ფაქტო მმართველის, ჩრდილოვან მმართველობაზე და რუხ კარდინალობაზე, რა გამოდისო საპატრიარქოს მართავს ჩრდილოვანი მმართველი და პროკურატურასაც?! საინტერესო შეკითხვა იყო. მიუხედავად ამისა, რომ შემეძლო ძალიან საინტერესო ფაქტი მომეყვანა, თავი შევიკავე ამ ფაქტის გახმაურებისგან, მაგრამ დღეს გამოჩნდება ნამდვილად, რამდენად საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი, პრორუსული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას", - აღნიშნა მეუფე პეტრემ. კითხვაზე - თუ რატომ ითხოვდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი სასამართლო წესით დაკითხვას, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ის მთავარ პროკურატურას არ ენდობა. "რა თქმა უნდა მამა გიორგის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ, რა თქმა უნდა პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს", - დასძინა მეუფე პეტრემ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)