|
2017-02-27 10:25:32, 2278 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. 2016 წელს, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. შს მინისტრმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და რუმინეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება. შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა რუმინეთის ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კარმენ დანიელა დანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)