|
2017-02-23 12:19:50, 2092 ნახვა
კომენტარი
რაქვიაშვილი: ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ კონგოში ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს
„პრეზიდენტის დავალებით, ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და ისინი უსაფრთხოდ იყვნენ“,-ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა კონგოს რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის ტყვედ აყვანის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ის სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია, რომლის შედეგადაც მეამბოხეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს. ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, საქართველოს მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა დაჭრილი პიროვნება აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, რომლიდან ერთ-ერთსაც საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი და მის გამოსასყიდ თანხად მილიონ დოლარს ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)