|
2017-02-21 11:42:40, 3638 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში ქართველი ქალი იპოვეს
თურქეთ-საქართველოს საზღვარზე პოლიციამ ორი ქართველი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა, - ამის შესახებ Daily Sabah-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, წყვილი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ჭიშკართან, ხოფის რაიონში დააკავეს. პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია ჩემოდნით მოძრავი მამაკაცი. სამართალდამცავებმა მას ბარგის გახსნა მოსთხოვეს, ჩემოდანში კი დამალული ქალი აღმოჩნდა. დაკვითხვის დროს, თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, წყვილი პოლიციაშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი შემთხვევა სამი დღის წინაც მოხდა, როდესაც თურქეთში უკანონოდ შესვლას ჩემოდანში დამალული კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)