|
2017-02-20 15:51:58, 2374 ნახვა
სამართალი
თეა პერტაია: შსს-ს მეირ ინიცირებული კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მკვეთრად გააუმჯობესებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია, პარლამენტში შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას ეხმაურება. როგორც პერტაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსფართხოებას მკვეთრად გააუმჯობესებს. „ახალი სუნთქვა! დღეიდან პარლამენტი შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მკვეთრად გააუმჯობესებს. ეს საკანონმდებლო პაკეტი იმ პროგრამის ქვაკუთხედი და ნაწილია, რომელიც შსს-მ ერთი წლის წინ შეიმუშავა. მიხარია, რომ პოლიციელები სკოლებში დადიან და ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ კანონის პატივისცემას, მათ საგზაო ნიშნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. შსს-ს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინტელექტუალური ინვესტიციაა ის, რომ მან მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო - „ უსაფრთხოების 10 გაკვეთილი“ შექმნა... მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს. მჯერა, ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები იქნებიან... ამიტომ - მე მჯერა ამ კანონპროექტის, რომელიც მალე კანონის ძალას მიიღებს! მჯერა იმ ბერკეტების, რომელიც ამ ინოვაციურ პროექტშია ჩადებული. მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები დასახეს და ამისთვის, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა ძირეულად შეიწავლეს... მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება... ახალი სუნთქვა გამეხსნა :) ასეა, როცა შენი თვალით ხედავ და იაზრებ, რომ ქვეყანა, რომელსაც ემსახურები, სწორ, პროგრესულ ნაბიჯს დგამს უსაფრთხო მომავლისკენ... შსს - თქვენი გულისთვის, თქვენი უსაფრთხოებისთვის!!!“, - წერს თეა პერტაია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)