10:19 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 11:50:10, 3408 ნახვა

მსოფლიო
Haaretz - ისრაელში ყველაზე ხშირად უკრაინის, საქართველოსა და ეგვიპტის მოქალაქეებს არ უშვებენ

ისრაელში ყველაზე ხშირად უკრაინის, საქართველოსა და ეგვიპტის მოქალაქეებს არ უშვებენ, - ამის შესახებ Haaretz  ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში არ შეუშვეს უკრაინის დაახლოებით 5700 და საქართველოს 3500 მოქალაქე.

როგორც Haaretz-ი წერს, ბოლო წლებში ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ისრაელში თავშესაფრის მოთხოვნით 10 ათასზე მეტი განაცხადი შეიტანეს. ისრაელმა სავიზო რეჟიმი უკრაინასთან 2011 წელს გააუქმა, 2014 წელს კი საქართველოსთან.

ამასთან, ისრაელში არ შეშვების შემთხვევების 68%-ი აღნიშნულ 3 ქვეყანაზე მოდის.

2016 წელს ისრაელში ჯამში 16 534 ადამიანი არ შეუშვეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების 548 და დიდი ბრიტანეთის 160 მოქალაქეც იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics