|
2017-02-18 12:51:34, 2038 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი - მამაოს გულის ოპერაცია აქვს გადატანილი
დეკანოს გიორგი მამალაძის მეგობრის მარიამ ტარიელაძეს განცხადებით, მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი და ორჯერ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. როგორც ტარიელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. "ყველამ კარგად ვიცით, რომ მამაოს გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი. ამის შემდეგ, ოპერაციის შემდეგადაც რამდენჯერმე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა და ახლა ამდენი ემოციის და სტრესული მდგომარეობის შემდეგ, როგორ შეიძლება ადამიანი აქ არ აღმოჩნდეს?!", - აღნიშნა ტარიელაძემ. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)