|
2017-02-17 22:03:40, 1186 ნახვა
სამხედრო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნატოს მხარდაჭერასა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები და აღნიშნეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე და განხილული იქნა მისი განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს მომავალი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)