|
2017-02-16 22:08:44, 799 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ბრიუსელში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს შეხვედრა
ნატოს-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე, „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აფასებს აღნიშნული დიალოგის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)