|
2017-02-16 15:15:29, 1917 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის გუნდი და „ქართული ოცნება“ რელიგიური თემებით სპეკულირებით გამოირჩევა
"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდი და "ქართული ოცნება" რელიგიური თემებით სპეკულირებით გამოირჩევა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და საკუთარ თავთან არანაირი სტანდარტი არ გააჩნია. ,,ქართული ოცნება და ივანიშვილის გუნდი ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის დროს და ახლაც, ბოლო ხუთი წელია, რელიგიური თემებით სპეკულირებით გამოირჩევა. ახლა არის კიდევ ერთი ეპიზოდი საოცარი უტიფრობის, როცა პატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს და გვეუბნებიან, რომ თურმე ეს ასე არ იყო და აქედან გამოსვლას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, იმას თუ როგორი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტანდარტი საკუთარ თავთანაც კი, და წამსვლელია ყველაფერზე ნებისმიერ მომენტში. ეს პრობლემაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ რაც შეიძლება მალე, დემოკრატიული გზით უნდა გადაჭრას’’,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)