11:23 - 14 Aug, 2026
|
2017-02-16 14:07:32, 2545 ნახვა
სამართალი კომენტარი
გუკა რჩეულიშვილი მოსამართლეს: ჩემს მეუღლეს მშობიარობის დროს რამე რომ მოუვიდეს, თქვენ დაგადანაშაულებთ
„ჩემს მეუღლეს მშობიარობის დროს რამე რომ მოუვიდეს, თქვენ დაგადანაშაულებთ“,-ასე მიმართა „ცენტრპოინტის“ საქმეზე დაკავებულმა გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს. რჩეულიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის 150 000-ლარიანი გირაოთი ჩანაცვლება მოითხოვა. „ციხეში ყოფნა პრობლემა არ არის, ლელას მშობიარობის დროს რამე რომ მოუვიდეს თქვენ დაგადანაშაულებთ. გთხოვთ, მალე მამა გავხდები, ჩემი მეუღლე არის ორსულად და ამ შემთხვევაში მე ვჭირდები მას და ჩემს შვილს", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა. შეგახსენებთ, გამოძიება „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილს მენაშენეთა კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)