|
2017-02-15 15:40:22, 2340 ნახვა
სამართალი
ირაკლი აბესაძემ პროკურატურა დატოვა
მთავარ პროკურატურაში "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის გამოკითხვა დასრულდა. ის საგამოძიებო უწყებაში მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. მისი თქმით, გამომძიებლებს დავალებული აქვთ, ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გაპრავება და იმ ჩინოვნიკებზე გადაფარება, რომლებიც არიან დაკავებული კორუფციით და მექრთამეობით. "ვისაუბრეთ იმაზე, რომ თბილისის მერიას არც ერთი საფუძვლით არ ჰქონდა უფლება გაეცა ერთი მილიონი ლარი. თუკი თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით მოახდენდა ნაკვეთის ჩამორთმევას, მაშინ თავად თბილისის მერიის მიერ შედგენილი დასკვნით მიწის ღირებულება იყო 23 ათასი ლარი და 50-ჯერ უფრო მეტი კომპენსაცია გასცა თბილისის მერიამ, ვიდრე ეს იყო დადგენილი სამხარაულის ექსპერტიზის მიერ,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, დაახლოებით ორი კვირის წინ, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევპროული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ მთავარი პროკურატურისგან რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით გადაცემული მილიონი ლარის ქონებასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა. როგორც ცნობილია, მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი აბესაძის საგამოძიებო უწყების მიმართვაზე გამოძიება არ დაწყებულა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)