|
2017-02-14 15:21:12, 2322 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნიკა გვარამია შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას იყენებს და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს. „მე არ ვენდობი საქართველოს შსს-ს, არ ვენდობი იმ სამინიტროს, რომელიც აყალბებს ექსპერიტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ ჩემს დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.გვარამია აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში გამოკითხვაზე დღეს 18:00 საათზე დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)