|
2017-02-13 12:01:22, 2098 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კილაძე: ყველა თემა, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასულიერო პირის მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. კილაძის თქმით, ყველა თემა, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან. „ყველა თემა, რომელიც ჩვენს პატრიარქს ეხება, მით უმეტეს, მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ვაკვირდებით ამ საკითხს. მთავარია უწმინდესი იყოს ჯანმრთელად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიდხანს იცოცხლოს“,-აღნიშნა კილაძემ. კილაძე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა. „დარწმუნებული ვარ სამართალდამცავი სტრუქტურები აღნიშნულ ფაქტს მიაქცევენ დიდ ყურადღებას“,-განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)