|
2017-02-11 15:06:48, 2714 ნახვა
სამართალი
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გელა ქარდავა დააკავეს
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“, გელა ქარდავა დააკავეს, - ამის შესახებ Interfax-ი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე, არსენ ავაკოვზე დაყრდნობით იუწყება. ავაკოვის ინფორმაციით, 42 წლის ქარდავა ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტებზე რამდენჯერმეა ნასამართლები. მედია საშუალების ცნობით, სპეცოპერაცია კიევში გუშინ ჩატარდა, რის შედეგადაც გელა ქარდავა დამქაშებთან ერთად, დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. როგორც შს მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქარდავა "კანონიერ ქურდად" მოსკოვში, 1996 წელს მონათლეს, მაშინ ის 21 წლის იყო. მისივე თქმით, სამართალდამცველები უკრაინაში მის მოღვაწეობას ამოწმებენ. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებასთან არის კავშირში. "დაკავების დროს, ქარდავას სავარაუდოდ გაყალბებული პასპორტი აღმოაჩნდა ოლეგ გოლომბას სახელზე, რომელიც ვითომ სიმფეროპოლშია დაბადებული. სავარაუდოდ პასპორტი იმ გათვლილ არის გაყალბებული, რომ ანექსირებული ყირიმის ბაზებზე წვდომა გართულებუალია და მის იდენტიფიცირებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს", - წერს ავაკოვი. ამასთამ, ავაკოვის ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ გელა ქარდავა არის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საშტატო აგენტი. ასევე მოწმდება მისი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)