|
2017-02-10 13:32:21, 2829 ნახვა
მსოფლიო
მაიკლ პენსი: ამერიკა მეტოქეების წინააღმდეგ მანამდე იბრძოლებს, სანამ მტერი არ განადგურდება
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ისეთი მრავალრიცხოვანი მტერი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა, - ამის შესახებ იფნრომაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც პენსიმ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკა მეტოქეების წინააღმდეგ მანამდე იბრძოლებს, სანამ მტერი არ განადგურდება და ქვეყანა უსაფრთხო არ გახდება. „ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა არის სამყარო, რომელიც სავსეა კონფლიქტებით და ხშირად ქაოსში ეფლობა“, - განაცხადა მაიკლ პენსმა. მისივე ინფორმაციით, მათ შორისაა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო". ამასთან, პენსიმ აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანი არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ ამერიკელთა ცხოვრების განადგურებაა. პენსმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ბარბაროსები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი დაუნდობლად კლავენ მათ, ვინც გზაზე ეღობებათ. ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ავღანეთის პირველმა პირმა, აშრაფ ღანიმ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საუბრის დროს სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური განვითარება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)