|
2017-02-10 13:14:00, 1815 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს - გასაღები სუს-ში რჩება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონი ახალ არაფერს გვთავაზობს და ეს უბრალოდ სახელების გადარქმევაა. "რეალურად შემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს. ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა. შექმნა ილუზიის, რომ თითქოს სააგენტო იქნება დამოუკიდებელი“,-განაცხადა სამადაშვილმა. მისივე თქმით, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს უგულვებელყოფს და რეალურად მოსმენების გასაღები ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში რჩება. "საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე როგორც არასამთავრობოების რეკომენდაცია იყო შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა ამ საკითხის რეგულიებას, რომელიც არ დაექვემდაბერებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. როდესაც ის იქნება პირდაპირ დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურთან . ჩვენთვის შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის მისაღები ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის. იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციას გაითვალისწინებენ სხვა პარტიებიც. ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)