22:20 - 13 Aug, 2026
|
2017-02-10 10:09:07, 779 ნახვა
სამხედრო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
თერჯოლის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეს შეეჯახა. მას პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა. სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობის კურსს ამჟამად გორის ჰოსპიტალში გადინ. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლით დაიწყო, რომელიც გულისხმობს საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)