|
2017-02-09 13:26:48, 2658 ნახვა
სამართალი კომენტარი
გიორგი ალიბეგაშვილი „რუსთავი 2“-ის მოსამართლეზე: საკრებულომ კანონის ფარგლებში იმოქმედა
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, როდესაც საკრებულოს წევრებმა ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის 1 მილიონი ლარის საკითხზე განკარგულება დაამტკიცეს, მათ ეჭვის საფუძველი არ გააჩნდათ. როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საკრებულომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. "საკრებულოში შემოსული მასალების და დოკუმენტაციის საფუძველზე, საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, იმოქმედა კანონის ფარგლებში. ის დოკუმენტაცია, რომელიც იყო შემოტანილი, არანაირი ეჭვის საფუძველს არ იძლევა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. მისივე თქმით, უმცირესობის წევრების მოთხოვნას, საკითხის ხელახლა განხილვის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული თანხის დებულებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)