|
2017-02-06 16:42:20, 2891 ნახვა
მსოფლიო
კრემლი Fox News-ის ჟურნალისტისგან პუტინის შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს
ოფიციალურ კრემლში Fox News-ის ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, Fox News-ის კორესპონდენტმა ბილ ორაილიმ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდა. კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის შეფასებით, აღნიშნული მიმართვა "შეურაცხმყოფელი და მიუღებელია". ამასთან, დონალდ ტრამპი რუსი კოლეგის დაცვას შეეცადა და აღნიშნა, რომ მკვლელები შეერთებულ შტატებშიც არიან. „ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მარგამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. პუტინი თავისი ქვეყნის ლიდერია და უკეთესი იქნება კარგად ვიყოთ რუსეთთან. კარგი იქნება ისიც, თუ დაგვეხმარება ISIS -თან ბრძოლაში. რაც შეეხება, თქვენს ნათქვამს, რომ ის მკვლელია, მკვლელები ჩვენც ბევრი გვყავს. თქვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უდანაშაულო?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. გარდა ამისა, დმიტრი პესკოვმა, დონალდ ტრამპის ეს განცხადება აუკომენტაროდ დატოვა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)