|
2017-02-06 14:36:02, 2428 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს ევროკავშირიდან და ნატო-დან გამოიყვანს
„ეროვნული ფრონტის“ ლიდერის და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენის განცხადებით, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს ევროკავშირიდან და ნატო-დან გამოიყვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. როგორც ლე პენმა აღნიშნა, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევრო გაუქმდება და საფრანგეთში ძველი ეროვნული ვალუტა ფრანკი აღდგება. პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალი ტერმინი Frexit-ი გამოიყენა, რაც Brexit-ის ანალოგია და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმის პროცესს უკავშირდება. „თუ პრეზიდენტად ამირჩევენ ექვსი თვის განმავლობაში რეფერენდუმს ჩავატარებ საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე. ევროკავშირი კრახი აღმოჩნდა“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა. ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთი ნატო-საც დატოვებს და რესურსებს თავისი თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე დახარჯავს. „ხუთ წელიწადში საფრანგეთს წესრიგში მოვიყვან“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა. აღნიშნული განცხადებები მარინ ლე პენმა გუშინ ლიონში გამართულ საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში აპრილის თვეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მარინ ლე პენი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია. როგორც ვარაუდობენ, მისი მთავარი ოპონენტები ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)