07:57 - 14 Aug, 2026
|
2017-02-03 12:02:16, 2241 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაზე: ამას პუტინის ოკუპანტური რეჟიმი აცხადებს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას სატყუარად იყენებს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ყველაფერს რაც ოკუპირებული დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში ამბობს არა აფხაზეთი, არამედ პუტინის რეჟიმი. „მოვისმინე განცხადება. რაც არ უნდა განაცხადონ მათ, ისინი არ აცხადებენ ამას. ამას აცხადებს პუტინის ოკუპანტური რეჟიმი და მეტი არავინ. ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ იგივე ნაბიჯების გადადგმას, რასაც ვაკეთებდით აქამდე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)