|
2017-02-02 08:16:46, 1999 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მარია გაბრიელი: ქართველი ხალხი უვიზოდ მიმოსვლას იმსახურებს
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრ მარია გაბრიელის განცხადებით, 1 ან 2 მარტს ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდება, ხოლო 15 მარტამდე ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება. როგორც გაბრიელიმ აღნიშნა, ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლას იმსახურებს. „უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ ეს კენჭისყრა ევროპარლამენტში არის ყველა იმ მიღწევის აღიარება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა გასწია. ქართველი ხალხი უდავოდ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას. ამრიგად, ეს არის დიდი დღე ჩვენთვის, დარჩება მხოლოდ მცირე სახის პროცედურები. პირველ ან 2 მარტს მოხდება ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება - ხელმოწერა. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მაქსიმუმ 15 მარტამდე. ხელმოწერიდან 20 დღეში კი საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას. ჩემი მკაფიო მიზანია, რომ მარტის ბოლომდე ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანო. ბოლო წუთამდე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ შედეგი მალე დადგეს”, - განაცხადა მარია გაბრიელმა "მოამბესთან" საუბარში. ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)