|
2017-01-31 18:50:33, 2581 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მის გადაყენებას ეხება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ახვლედიანის მოთხოვნა, აღედგინა თანამდებობაზე, არ გაიზიარა, რის გამოც მან გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა. მამუკა ახვლედიანი სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძლებს, უარის შემთხვევაში კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. შეგახსენებთ, უსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტის კვოტით არჩეულმა ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა მხარი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი ეთიკის ნორმების დარღვევასა და მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებაში დაადანაშაულა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)