|
2017-01-27 14:14:06, 2198 ნახვა
სამართალი კომენტარი
ოთარ კახიძე ცერცვაძის საქმეზე: შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
„ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირების ხელშეწყობა. „საპარლამენტო უმრავლესობის სამარცხვინო განცხადება არ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად შეაფასოს. ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე, არაფერი გააკეთეს, რომ ინტერპოლის ძებნაზე არ დაესვათ და ძებნილი პირი საზღვარზე გაატარეს. არ აღიარებენ არც ერთ პრობლემას და არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეს მათი ხელწერაა. ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის გათავისუფლებას ვულოცავ მის ყველა გულშემატკივარს და ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მისი გათავისუფლების საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირების ხელშეწყობა. ამისთვის კი, უნდა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც ბრალეული ქმედებით ხელი შეუწყო ამ ყველაფერს. უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)