|
2017-01-26 16:27:07, 2540 ნახვა
სამართალი კომენტარი
კორძაია: უდანაშაულო ადამიანები სასამართლომ ციხეში დამნაშავის სახელით დატოვა
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, სასამართლომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში დამნაშავის სახელით დატოვა. „სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეღავათი არის ის, რომ ეს ხალხი მალე გამოვა ციხიდან. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილების არსს, ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანები სასამართლომ დამნაშავის სახელით დატოვა, როდესაც ამას ვამბობ რა თქმა უნდა ვთვლი, რომ აქ არის პოლიტიკური ინტერესი“,-აღნიშნა თამარ კორძაიამ საააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს ანუ სასამართლომ ბრალდებულების მიმართ მუხლი გადააკვალიფიცირა. თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეს დაახლოებით ორ თვეში დატოვებს პროცესს „თავისუფალი დემოკარტების“ წევრები და ბრალდებულების ახლობლები ესწრებობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)