|
2017-01-26 15:29:10, 1767 ნახვა
კომენტარი
ბეჟაშვილი: ხელისუფლების გულგრილობის გამო ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის შედეგად, საქართველოს და უკრაინის ომის გმირი დღეს განსაცდელის წინაშე იმყოფება. როგორც ბეღაშვილმა აღნიშნა, ქართველ სამხედროს მხარდაჭერას ხალხი და უკრაინა უცხადებენ. „საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივი გულგრილობის და საქციელის გამო, გია ცერცვაძე, უკრაინის და საქართველოს გმირი აღმოჩნდა ასეთ განსაცდელში და რომ არა ქართველი ხალხის ერთიანობა, ქართველი ხალხის აქტიურობა, უკრაინის მხარდაჭერა, დღეს შეიძლება ვითარება სულ სხვაგვარი ყოფილიყო", -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)