|
2017-01-26 14:57:39, 1873 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ე.წ. კაბელების საქმეზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენი იქნება
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი ლობჟანიძის ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში ე.წ. კებელების საქმეზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლოს შეუძლია ბრალდებულების მიმართ მუხლის გადაკვალიფიცირება მოახდინოს, თუმცა რა განაჩენს გამოიტანს სააპელაციო სასამართლო ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, 2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დამნაშავედ სცნო და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათვე 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურს ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა. საქმეზე პირველ ინსტანციაში გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე, ასევე, თავად ბრალდებულები. აღნიშნული განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)