11:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 15:50:15, 2555 ნახვა

სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: ქართულ ოჯახებში ხშირია, რომ ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ხდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოჯახებში  ხშირად ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც ხდებიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტამბოლის კონვენცია მათ უფლებებსაც იცავს:

„ქართულ ოჯახებში ხშირია, რომ მამაკაცი ხდება ძალადობის მსხვერპლი. არ გვეგონოს, რომ სტამბულის კონვენცია იცავს მხოლოდ ქალებს. მოხუცები არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, აღარაფერს ვამბობ ბავშვებზე, რომელთა ცემაც ზოგან არის ჩვეულებრივი ამბავი. ყველა ამ ადამიანს იცავს კონვენცია.

ჩვენი უფლებების საუკეთესო ზედამხედველები ვართ ჩვენ თვითონ და ძალიან მიხარია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მიმართვიანობა პროკურატურისადმი რამდენჯერმეა გაზრდილი ბოლო 2 წლის მანძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლებმა ამოიღეს ხმა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ქალები, რომლებიც ყოველდღე არიამ ძალადობის მსხვერპლი, თუმცა თავს იკავებენ ჩივილისგან“,- განაცხადა წულუკიანმა.

მანვე მოუწოდა ძალადობის მსხვერპლ ქალებს,  ძალადობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ და შესაბამის ორგანოებს მიმართონ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.

საკანონმდებლო  ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში  ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის  კონვენციის  რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის  დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისობაში მოყვანაა.

იუსტიციის სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics