|
2017-01-24 13:19:18, 2864 ნახვა
მსოფლიო
ტელეკომპანია NBC-მა შოუს სცენარიტს ტრამპის ვაჟის შეურაცხყოფის გამო მუშაობის უფლება შეუჩერა
ამერიკულ ტელეარხ NBC-ის ხელმძღვანელობამ საღამოს შოუ Saturday Night Live Cathy Rich-ის ავტორსა და სცენარისტს მუშაობის უფლება განუსაზღვრელი ვადით, მას შემდეგ შეუჩერა, რაც მან დონალდ ტრამპის ვაჟის, ბარონის შესახებ Twitter-ზე პოსტი დაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, კეტი რიჩმა Twitter-ის პირად გვერდზე ბარონის შესახებ საკუთარი მოსაზრება დაწერა, თუმცა მოგვიანებით, მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო პოსტი წაშალა და ანგარიში დაბლოკა. მედიის ინფორმაციით, სცენარისტი წერდა: "ბარონი ჩვენს ქვეყანაში პირველი მსროლელი იქნება, რომელსაც სახლში ასწავლიან". მომხდარის შემდეგ საღამოს შოუს სცენარისტმა მორიგი პოსტი დაწერა. "გულწრფელ ბოდიშს ვიხდი ჩემი განცხადების გამო. ძალიან ვწუხვარ ჩემი ქმედებებისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. ბოდიშს ვიხდი ", - წერს კეტი რიჩი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)