|
2017-01-24 09:31:46, 2090 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 იანვარს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 8055 აშშ დოლარი და 4105 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)