|
2017-01-17 13:04:59, 2010 ნახვა
სამართალი
რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებული: არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა
76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბექა შენგელია, მისთვის წარდგენილ ბრალდებას სრულად არ ეთანხმება და თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც დღევანდელ პროცესზე შენგელიამ განაცხადა, ცხედარის დანაწევრება მისი გადაადგილების მიზნით მოხდა და არა-რიტუალური მოტივით. ამასთან, შენგელიას შეფასებით, აღნიშნული მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი არაა, რადგან სიცოცხლეში, მოხრჩობის გარდა, სხვამხრივ წამება არ მომხდარა: „ცოცხალი ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენების მზინით, არ მომხდარა მისი მოკვლა. ცოცხალი ადამიანის გვამად ქცევამდე არ ყოფილა ჩანაფიქრი, რომ ორგანოები სხვაგვარად გამოყენებული ყოფილიყო. დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით, და არა რიტუალური მოტივით, როგორც აჟღერებენ. ამიტომაც, არ ვთვლი რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, სისატიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ როცა სისცოცხლეშივე აწამებ სხვაგვარად, გარდა ამისა, რაც აღვნიშნე, ასეთი ქმედება არ ყოფილა“,-აღნიშნა ბექა შენგელიამ. აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში სულ 5 პირი იმყოფება. საქმე ეპიზოდებადაა დაყოფილი. ამწუთებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, მოკლულის შვილისა და მისი შეყვარებულის ბექა შენგელიას პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გასულ წელს თბილისში, 76 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, მისი 18 წლის შვილი და კიდევ ოთხი პირია დაკავებული. გამოძიების ინფრომაციით, 76 წლის ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ დანა ჩაარტყეს და მოკლეს. გვამი ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და თხრილში ჩაფლეს. გამოძიება ამბობს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)