|
2017-01-17 09:37:01, 2650 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ახალი წლის ღამეს კლუბ Reina-ზე თავდამსხმელი დაკავებულია
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ახალი წლის ღამეს კლუბ Reina-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი აბდულგადირ მაშარიპოვი სტამბოლის რაიონ ესენიურტში დააკავეს. მედიის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია მისი მცირეწლოვანი შვილიც. შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ღამის კლუბ “რეინაზე“ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. შეიარაღებული პირი კლუბში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ მყოფი ხალხი ახალ წელს ზეიმობდა. მსხვერპლთა შორის არიან საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ლიბანის, ლიბიის, იორდანიის მოქალაქეები. დაღუპულთა შორის სულ 16 უცხოელია. თავდასხმის დროს კლუბში 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)