|
2017-01-11 12:24:11, 1742 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ლევან ჟორჟოლიანი: 2016 წელს გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა. „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა. შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა 7 უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს. 176 ობიექტზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის - 155, ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობის - 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის - 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის - 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის - 17, მიკროკლიმატის დაუცველობის - 70, მომეტებული საწარმო ხმაურის - 18, მომეტებული მტვრიანობის - 11 და სხვა ტიპის შემთხვევები“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ შრომის ინსპექტირების ინსტიტუტის ეფექტიანობაზე განმეორებითი შემოწმების შედეგებიც მეტყველებს. ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, 157 ობიექტზე ჩატარებული რემონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. „ამავე წელს, შემოწმების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა. შრომის ინსპექტორებს კი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. მომზადდა „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა. მან დეპარტამენტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა: „2017 წელს დეპარტამენტის პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ნებაყოფლობითიდან სავალდებულო ინსპექტირებაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზება, ინსპექტორების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სერტიფიცირება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)