|
2017-01-11 12:15:39, 2214 ნახვა
სამართალი
„გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებიან
"გირჩის" ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარტიის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, საქმე ეხება ახალი წლის ღამეს, „გირჩის“ ოფისში მარიხუანას კულტივირებას. „31 დეკემბერს ჩვენ ჩავიდინეთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ჩვენ მიზანმიმართულად დავარღვიეთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ან მესამე ნაწილი, მაგრამ ამათ პირველი მუხლით აქვთ აღძრული. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის, ეს არ არის კონკრეტულად მარიხუანას საქმე, მნიშვნელობა არ აქვს მარიხუანა იქნება თუ სხვა რამე, ჩვენ დავიცავთ ადამიანის თავისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არის პოლიტიკური აქტი, შესაბამისად რეაგირებაც ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)