|
2017-01-10 17:56:34, 1709 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: მთავარია, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტისთვის საინტერესო იყოს
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფორმატი ჯერ უცნობია. თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იქნება თუ არა დებატების ფორმატი ეს ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკური საკითხია და მთავარია, მოხსენება პარლამენტისთვის საინტერესო იყოს: „პრეზიდენტის გამოსვლა არის პოლიტიკური მოვლენა და ბუნებრივია, საინტერესოა პარლამენტისთვის, რომ დაინახოს მთავარი აქცენტები, რა არის საყურადღებო და გამოკვეთილი. პარლამენტს დებატები არ უკვირს, იცით, რომ ამ მხრივ პარლამენტს აქვს განსაკუთრებული ფუფუნება, ხშირად იმ საკითხებზეც იდებატოს, რაც შეიძლება რომ ნაკლებად იყოს ხოლმე სამსჯელო. ასე რომ, დებატები იქნება თუ არა, ეს ალბათ ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკური საკითხი იქნება. მთავარია, მოხსენება პარლამენტისთვის საინტერესო იყოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)