01:14 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 14:04:25, 2742 ნახვა

მსოფლიო
BBC: საუდის არაბეთში ორი საშიში ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა

საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერ-რიადის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შედეგად, 2 ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა - ადგილობრივი ძალები მათ საშიში ტერორისტების კვალიფიკაციას ანიჭებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მოკლული შაჰიდის ქამრის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ექსპერტი იყო.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ქამრები 2015 წელს საუდის არაბეთის სპეცსამსახურების შტაბ-ბინასთან და გასულ წელს მედინაში, მეჩეთთან მომხდარი აფეთქებისას გამოიყენეს.

ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" საუდის ფრთა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში პერიოდულად ტერაქტებს აწყობს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics