|
2017-01-08 11:50:20, 2448 ნახვა
მსოფლიო
მაიამის აეროპორტში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს ოფიციალური ბრალი წაუყენეს
აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ესტებან სანტიაგოს, რომელიც ფლორიდის ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში 5 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ოფიციალური ბრალდებები წაუყენა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ცნობით, 26 წლის ერაყის ომის ვეტერანს ბრალად ძალადობრივი ქმედებები ედება, რასაც სიცოცხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღით ფიზიკური დაზიანებები მოჰყვა. როგორც BBC წერს, თუ სანტიაგოს აღნიშნული ბრალდებები დაუმტკიცდა, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც სასამართლოს დოკუმენტებშია აღნიშნული, დაკითხვისას სანტიაგომ აღნიშნა, რომ თავდასხმას წინასწარ გეგმავდა. ცნობისთვის, ეჭვმიტანილი ალიასკისა და პუერტო-რიკოს ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრია. იგი ერაყში 2010 წლიდან 2011 წლის თებერვლამდე მსახურობდა. იგი ალიასკის ნაციონალური გვარდიიდან არადამაკმაყოფილებელი სამუშაოს გამო გარიცხეს. შეგახსენებთ, რომ სანტიაგომ პარასკევს, ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში, მეორე ტერმინალის ბარგის გამცემ დარბაზში ხალხს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)