16:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 11:39:37, 2265 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ბრალდებით რატი გაჩეჩილაძე დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოიძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. მუხლი, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ  ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა, - ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics