|
2017-01-07 13:34:21, 2576 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო: პუტინმა ბრძანება გასცა, დაეწყოთ კამპანია, რომელიც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარებოდა
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ დაეწყოთ კამპანია, რომელიც დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარებოდა“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტი აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, ვლადიმერი პუტინმა გასცა კამპანიის ორგანიზების განკარგულება, რომლის მიზანიც, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კამპანია მიზნად ისახავდა არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის შემცირებასა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციას. სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმებს არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. "რუსეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები, უცხოური დაჯგუფებები და კერძო პირები მუდამ ცდილობენ ჩვენი სამთავრობო ინსტიტუტების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცების, მათ შორის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დარღვევას, თუმცა ამას არჩენების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)