|
2017-01-05 14:33:12, 2560 ნახვა
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც სენატორმა განაცხადა, ის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აუცილებლობას ხედავს და დასძინა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარებას ნათელს მოჰფენს. "სანქციები იქნება, ბატონო ტრამპ. ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიისთვის არასასიამოვნო მასალები გაავრცელეს. ამ ყველაფერმა ჰილარი კლინტონის პოზიციებზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. თუმცა, მომავალ აღცევნებზე შესაძლოა მსგავსი კიბერდანაშაული, ირანისა და ჩინეთის მხრიდან რესპუბლიკურმა პარტიამ განიცადოს", - აღნიშნა გრემმა. ამასთან, სენატორის თქმით, ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მაღალჩინოსნებს მხარს არ დაუჭერს იქამდე, სანამ ისინი რუსეთის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევას არ აღიარებენ. ლინდსი გრემმა ხაზი ასევე, ნავთობ კომპანია Exxon Mobil -ის მფლობელ რექსს ტილერსონსაც გაუსვა, რომელიც დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. გრემის ინფორმაციით, ბიზნესმენი რუსეთთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს და ჟურნალისტებმი მას ვლადიმერ პუტინის მეგობარს უწოდებენ. ცნობისთვის, აშშ-ის სადაზვერვო სამსახური 6 იანვარს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანგარიშს წარუდგენს, რომელიც რუსი ჰაკერების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ეხება. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშს წარდგენამდე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეცნობა. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა რუსული მხარის არჩევნებში ჩარევას არ გამორიცხავს და პირიქით აღნიშნავს, რომ მსგავსი განკარგულება ჰაკერებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინმა მისცა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)