|
2017-01-01 13:07:08, 968 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს. პირდაპირი ჩართვა ავღანეთიდან და მალიდან, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან განხორციელდა. ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. „ახალ წელს გილოცავთ, წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას გისურვებთ. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ დიდი საქმისთვის, რასაც თქვენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ასრულებთ. თქვენი საქმიანობა არა მარტო მსოფლიოსთვის, არამედ პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლი დავაფასოთ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად მნიშნელოვანი რეფორმები დავიწყეთ იმისთვის, რომ ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნა ავამაღლოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გავხდეთ. ის მოტივაცია და ძალისხმევა, რაც ავღანეთში ყოფნისას თქვენში დავინახე, მინდა აქაც მაღალ დონეზე იყოს შენარჩუნებული იმ პირობების უზრუნველყოფით, რაც ღირსეულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს“ - განაცხადა ლევან იზორიამ. სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ყოფნა საერთაშორისო მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია. „გილოცავთ ახალ წელს, მინდა წარმატება და ბედნიერება გისურვოთ თქვენ ოჯახებთან ერთად. თქვენი ოჯახის წევრები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ. სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალები თქვენს გვერდით ვართ. ღმერთი იყოს თქვენთან,“ - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. NS
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)