|
2017-01-01 13:04:46, 976 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად შეხვდნენ
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალ წელს ვაშლიჯვრის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ. მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი, 2017 წლის დადგომა პირადად მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მთელს საქართველოს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს მივულოცო 2017 წლის დადგომა. ვუსურვო მათ გამთლიანება, გაძლიერება, ოჯახების წარმატება და ყოველივე სიკეთე. რეფორმები, რომელიც უკვე დავიწყეთ და რომლის დაწყებასაც ვგეგმავთ, მინდა მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და თავდაცვისუნარიანობისკენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური ყურადღება იგრძნოს და ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში. ეს ჩვენი ამოცანაა და ერთობლივი ძალებით ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)