|
2016-12-30 13:38:09, 1685 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის სავალდებულო იქნება
თავდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებულ თანამშრომლებთა ნაწილი სასამართლოში ჩივილს აპირებს, - აღნიშნულ საკითხს, დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა. ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, საჩივარის დაკმაყოფილების შემთხვევაში დააბრუნებენ თუ არა მათ თანამდებობებზე. იზორიას თქმით, როდესაც შტატი უქმნდება, იქ კადრის დაბრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის სავალდებულო იქნება. "ყველა პროცედურა განხორციელდა კანონმდებლობის დაცვით. როდესაც შტატი უქმდება, იქ კადრის დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ყველასთვის სავალდებულოა. ასე რომ, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება სავალდებულო", - აღნიშნა იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)